- კონვენცია გათხოვილი ქალის ეროვნების შესახებ
- ეს კონვენცია ქალის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობებით აღსავსე საკითხს არეგულირებს, რომელიც მოგვიანებით, ჯერ „დეკლარაციაში ქალთა წინააღნმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“, ხოლო შემდეგ „ქალთა წინააღნმდეგ მიმართული ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციაში“ აისახა. თუმცაღა, დღემდე ქალთა კონვენციის წევრი ქვეყნების უმეტესობა თავს იკავებს მეცხრე მუხლის (ქალის ეროვნების შესახებ) მიღებაზე. კონვენციის მიხედვით, ქალებს კაცების მსგავსად ეძლევათ უფლება მიიღონ, შეიცვალონ ან შეინარჩუნონ ეროვნება. კონვენციის განხორციელებაზე ზედამხედველობას თავდაპირველად გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო აწარმოებდა, სპეციალური მოხსენებითი პროცედურის საშუალებით (ეს პროცედურა დადგინდა საბჭოს 1954 წლის 12 ივლისის 547 (VII) რეზოლუციით). ქალთა კონვენციის მიღების შემდეგ, „გათხოვილი ქალის ეროვნების შესახებ კონვენციის“ განხორციელების მონიტორინგი ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს დაევალა.Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
Georgian encyclopedia. 2013.